„აიცილე ლევან მურუსიძე“ – კამპანიის ფარგლებში, ადვოკატების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციას ამ ეტაპზე 30 უფლებადამცველი აწერს ხელს. იურისტების ნაწილი ითხოვს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები სასამართლო სისტემას ჩამოშორდნენ. აღნიშნული მოთხოვნით, პეტიციას, პარლამენტსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნიან. ისინი ასევე მოუწოდებენ ადვოკატთა ასოციაციაში გაერთიანებულ იურისტებს სასამართლო პროცესებზე აცილება მისცენ იუსტიციის საბჭოს მიერ მხარდაჭერილ, სიაში მყოფ მოსამართლეებს.
იურისტთა ნაწილი მოუწოდებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე და ასევე შეუერთდნენ კამპანიას.