კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული აგროშეღავათებით სარგებლობა, დაიწყო. რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, დიზელის შეღავათიან ფასად შესაძენად სპეციალურ ტალონებს ურიგებენ. ფერმერები ყოველ ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ საწვავს დაბალ ფასად შეიძენენ. პროცესი სამ ეტაპად წარიმართება. პროგრამაში ჩართულ პირებს, დიზელის ყიდვა საბაზრო ფასთან შედარებით, საშუალოდ, 70 თეთრით იაფად შეუძლიათ. ფერმერებზე დაიწყო 200-ლარიანი დახმარებების გაცემაც, თანხის გამოყენება კონკრეტულ აგრომაღაზიებში იქნება შესაძლებელი.