2017 წლის აპრილში ყინვამ გორის რაიონის დიდი ნაწილი ვაშლის მოსავლის გარეშე დატოვა.
მიყენებული ზარალი მაშინ ვერ ანაზღაურდა, რადგან დაზარალებულთა უმრავლესობას სადაზღვევო პოლისი არ ჰქონდა, თუმცა მათი ფლობის შემთხვევაშიც სიტუაცია არ შეიცვლებოდა.
იმის მიუხედავად, რომ ფერმერების და გლეხების დიდი ნაწილი სწორედ ყინვის და გვალვის შედეგად ხშირად ზარალდებიან, ამ რისკების დაზღვევა სახელმწიფო პროგრამაში წელსაც ვერ მოხვდა.
მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა, რატომ არ იზრდება სადაზღვევო პაკეტში დაზღვეული რისკების ჩამონათვალი.