კახეთში პარლამენტის აგრარული კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. კანონმდებლების შეფასებით, ორგანული კანონპროექტის ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, მომზადება ერთიანი სამართლებრივი სისტემის შექმნის აუცილებლობით არის განპირობებული, რომლითაც სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების პრინციპები და მიწაზე საკუთრების უფლება განისაზღვრება.