მრავალეროვნული სწავლების, „მტკიცე სული 2021“ დაწყებისთვის მზადება გრძელდება.
ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ. ვერტმფრენები სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნებიან ჩართული. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს და 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით იმართება.