„აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის შეხვედრა
საგრანტო პროგრამის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს 2013-2019 წლებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში ინვესტირებული მილიონ 350 ათასი ევროს შედეგები.
პროექტი მიზნად ისახავდა საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ექვს საგრანტო პროექტს. პროექტების საშუალებით გაუმჯობესდა ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაინერგა სასოფლო-სამეურნეო ნარგავების მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ახლებური მეთოდები, ხელი შეეწყო ახალგაზრდების დასაქმებას, გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას.