"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და მიღებული დეკლარაცია - რა საკითხებზეა დოკუმენტში ყურადღება გამახვილებული
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანზეც ისაუბრეს ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე. შეხვედრაზე, რომელსაც 28 წევრი ქვეყნის ლიდერი და 6 პარტნიორი ქვეყნა, მათ შორის საქართველო მონაწილეობდა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
პოლიტიკურმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” დიდი მნიშვნელობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ურთიერთგაგებას, გაზიარებულ პასუხისმგებლობას და საერთო ანგარიშვალდებულებას.
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ კონსოლიდაცია და საერთო ღირებულებებისა და პრინციპების წინ წამოწევა მთავარი პრიორიტეტია. ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.