„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილე

უმაღლესი დონის კონფერენციაზე შეკრებილებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.

მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს პანელში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს შეეხება. სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ის უკვე ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, რომელთანაც საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაზე იმსჯელა.

ანა ბროლაძე მოგვიყვება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაკეთებული განცხადებების შესახებ.