„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ - შეფასებები

პოლიტიკური პარტიები „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ კვლევას აფასებენ, რომელშიც საქართველომ წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ხელისუფლების ოპონენტები პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. კვლევაში განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი. კვლევა ეფუძნება სამი ძირითადი მიმართულების შეფასებას. ესენია – დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და მდგრადი განვითარება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ კვლევაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა მოლდოვა, მეორეზე კი უკრაინა. მეოთხე ადგილზე სომხეთია, მას მოჰყვება აზერბაიჯანი და ბელარუსი. მმართველი გუნდი წარმოდგენილ კვლევას არაობიექტურს უწოდებს.