„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ - სოლიდარობის აქცია ვაკის პარკში
„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“, – ამ ლოზუნგით, მოქალაქეების ნაწილი ვაკის პარკში იკრიბება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, ითხოვენ სამართლიანობას, პირველ დეკემებერს მომხდარი მკვლელობის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, თუმცა აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ძალებს ემიჯნებიან და ალტერნატიული აქციის გამართვაც ამ მიზეზით გადაწყვიტეს.