აღაიანში მოკლული შვიდი თვის ბავშვი დაკრძალეს

სოფელ აღაიანში დედის მიერ მოკლული შვიდი თვის ბავშვი დაკრძალეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 16 წლის ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

ბრალდებულის ნათესავები ამბობენ, რომ ქალმა მკვლელობა მეუღლისა და დედის მიმართ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და სავარაუდოდ, მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.