უწყლოდ დარჩენილი 400 კომლიანი სოფელი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან. სოფელს არ აქვს წყალი. 400 კომლიან დასახლებას არც სასმელი და არც სარწყავი წყალი აქვს. სოფელში არსებობს ცენტრალური წყალგაყვანილობა, რომელმაც მხოლოდ ერთი თვე იმუშავა. ოჯახებმა პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებით, ჭების დაღრმავებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

პრობლემის მოგვარების რა გზებზე საუბრობენ ადგილობრივები და რას აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში, – ნახეთ ნინო ფისაძის სიუჟეტში.