გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კასპში

გაუმჯობესებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კასპის მუნიციპალიტეტში –  იგოეთში, ქვემო ჭალასა და სამთავისში, სადაც გრძელდება პოლიციის სპეციალური პუნქტებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანად მუნიციპალიტეტში კი, ინფიცირების შვიდი ფაქტი აღირიცხა. სოფლებში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობას განაგრძობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. ჯერ ისევ დაკეტილია სკოლები სამივე სოფელში, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია საბავშვო ბაღებშიც.

მოამბე