აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეების შეხვედრა
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე, ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრები დევნილი საზოგადოების მიმართ მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში სოხუმში გაიმართება.