ლექცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სალექციო კვირეულის „აღმოაჩინე აფხაზეთის“ მორიგი ლექცია გაიმართა. ლექცია მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა. კვირეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის, „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს.