ჟიული შარტავას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავა აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

1993 წლის 27 სექტემბერს იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც, აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და დაქირავებულებმა ე.წ ბოევიკებმა, თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა და თბილისში იქნა გადმოსვენებული.  ის დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, ჟიული შარტავა ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა.

 

დატოვე კომენტარი