დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთიდან დევნილ, 75 წლის ალა ჯიქიას ესტუმრა, მისი საცხოვრებელი პირობები მოინახულა და 8 მარტი მიულოცა.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.