ამ წუთებში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პროკურატურაში ჩვენების მისაცემად იმყოფება.
გამოკითხვამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ ის აპირებს დაასახელოს ვინ იღებდა მონაწილეობას მის გატაცებაში და ამტკიცებს, რომ იცის ვინ არიან ამ პროცესში მონაწილე პირები როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხრიდან. მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან აიყვანეს. აზერბაიჯანმა მას ბრალად წაუყენა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ვალუტის კონტრაბანდა. ის 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს.
მოამბე