აფეთქება თბილისში

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამით აფეთქება მოხდა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილობრივები მერიის გადაწყვეტილებით სხვადასხვა სასტუმროებში გადაიყვანეს. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.