აფეთქება თბილისში

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამით აფეთქება მოხდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ადგილობრივები მერიის გადაწყვეტილებით სხვადასხვა სასტუმროში არიან გადაყვანილები. წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი.

მერია ყველა დაზარალებულს დახმარებას ჰპირდება.