ქაბულის მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა დაუზუსტებელია. როგორც მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, დაშავებულებისა და გარდაცვლილების რიცხვი 35-ს აღემატება. ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, დაღუპულია 20 მოქალაქე. ქაბულის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების მონაცემებით, მათ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი მიიღეს, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი.