ვითარება ავღანეთში

„თალიბანის“ ინფორმაციით, მათ კონტროლი დაამყარეს პანჯშირის ხეობის ყველა რაიონზე. ბრძოლა კი, ამჟამად პროვინციის დედაქალაქ ბაზარაკში მიმდინარეობს. პანჯშირის ხეობის „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ რამდენიმე რაიონზე „თალიბანმა“ კონტროლი უკვე დაკარგა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ უპირატესობის შესახებ ორივე მხარე ირწმუნება.