ვითარება ავღანეთში

ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ავღანეთის იმ ერთადერთი რეგიონიდან, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს. რადიკალური დაჯგუფება ამტკიცებს, რომ პანჯშირის ყველა დასახლება დაიკავა, თუმცა წინააღმდეგობის მოძრაობა ინფორმაციას ისევ უარყოფს. პროვინცია შეტაკებების ეპიცენტრად რჩება. 20 წლის შემდეგ, „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასულ ქვეყანაში შიში და ქაოსია, მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისიც. მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყნიდან გაქცევა ვერ მოასწრეს, ექსტრემისტული დაჯგუფების ხელისუფლების დაკომპლექტებას ელოდებიან. საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი საკითხი, ახლა იმ ადამიანების დროული ევაკუაციაა, რომლებსაც ავღანეთში საფრთხე ემუქრებათ.