ტერაქტი ქაბულში

110 დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი, –  ასეთია ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგი. თავდასხმას ემსხვერპლა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში აცხადებენ, რომ თვითმკვლელი თავდამსხმელები ტერორისტული ორგანიზაციის ავღანური ფრთის წევრები იყვნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე გასცა განკარგულება, რომ პენტაგონმა ტერორისტების ლიდერებსა და ინფრასტრუქტურაზე იერიშები მოამზადოს. მისივე თქმით, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაცია ტერაქტების მიუხედავად გაგრძელდება. პარალელურად კი, აშშ-ის კონგრესში ბაიდენს აკრიტიკებენ. რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი მის გადაყენებასაც კი ითხოვს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ქაბულის აეროპორტში მომხდარს კატასტროფა უწოდა, რომელიც მისის პრეზიდენტობის შემთხვევაში არ მოხდებოდა.