პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 20-მდე მოქალაქე. აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 პოლიციელი. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული. შემთხვევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. დაშავებულებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.