აფეთქება და მსხვერპლი მაგნიტოგორსკში

რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

20-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში 10 სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში წინასწარი მონაცემებით ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები 20 გრადუსიან ყინვაში  24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სამძებრო ოპერაციის შედეგად 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ჩელიაბინსკის ოლქში, სადაც ქალაქი მაგნიტოგორსკი მდებარეობს, გლოვაა გამოცხადებული.

დეტალები სალომე თორაძის სიუჟეტში.