აფაქიძის ქუჩის მოსახლეობა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
საპროტესტო აქცია გაიმართა აფაქიძის ქუჩაზეც. მოსახლეობა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ კორპუსს მათი საცხოვრებლიდან მხოლოდ 4-5 მეტრი აშორებს, რაც ქუჩაზე არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას, კიდევ უფრო ართულებს, კეტავს შემოსასვლელს და საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო მანქანის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.
მათი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაწყებული მშენებლობა ნარმანიას მერობის დროს მათი პროტესტის შედეგად შეჩერდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამუშაოები კვლავ განახლდა.
ადგილობრივები მერიისგან ტერიტორიის გამოსყიდვას და სკვერის მოწყობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.