მიკერძოებული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ – განცხადება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა. ზაზა ხატიაშვილის თქმით, „მოსამართლეები მათ ამცირებენ და არ ეძლევათ შესაძლებლობა პროცესებზე დააყენონ შუამდგომლობა, რის გამოც, დარღვეულია მხარეთა თანასწორობის პრინციპი“. დაგეგმილია 500-მდე ხელმოწერის შეგროვება, რის შემდეგაც, მიმართვა ადვოკატთა ასოციაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნებათ. როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, მსგავსი დამოკიდებულების გაგრძელების შემთხვევაში, გაიმართება ფართო მასშტაბიანი აქციები.