ახალი ომბუდსმენის არჩევის წესი

პოლიტიკური დღის წესრიგის კიდევ ერთი თემა, რომელიც პოლიტიკოსებთან ერთად უფლებადამცველებსაც განსაკუთრებით აღელვებთ.

რა წესით და კრიტერიუმებით უნდა აირჩეს ახალი სახალხო დამცველი – 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს, რომ კანდიდატები მესამე სექტორმა შეარჩიოს. ინიციატივის ავტორები კონკრეტულ წესს და კრიტერიუმებს უკვე ამუშავებენ. თუმცა, იდეას პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქციები ხვდებიან. ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევის პროცესში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას არ ეთანხმება. სწორედ სახალხო დამცველის შერჩევას ეხება ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტი. ევროკავშირის მთავარი გზავნილია, რომ გამჭვირვალე პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს.