ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს პროექტის დეტალები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გააცნო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ ქართულ სამართლის ინსტიტუტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პროგრამის მიზანია ადვოკატთა კვალიფიკაციის და იურიდიული სერვისების ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიანი დაცვა.