ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მეორე ტურის დანიშვნას აფასებს
ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მეორე ტურის დანიშვნას საფუძვლიანს უწოდებს.
ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, ზოგიერთი კანდიდატი ავრცელებს მის ვიდეოჩანაწერს, სადაც ვარაუდს გამოთქვამს, რომ საარჩევნო ყუთში სამით მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა.
პეტრიაშვილის განმარტებით, ეს პირველადი მონაცემი იყო და ხელახალი გადათვლის შემდეგ, პირიქით, ყუთში რეგისტრირებულზე ნაკლები ბიულეტენები აღმოჩნდა. მისივე თქმით, მეტი ბიულეტენი რომ აღმოჩენილიყო, ეს მთლიანი შედეგების გაბათილების საფუძველი ვერ იქნება, რადგან შესაძლებელია, ამომრჩეველმა ბიულეტენი აიღოს და ხელმოწერა დაავიწყდეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება.