პაატა ბურჭულაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ პირველ არხს ბურჭულაძის ადვოკატმა განუცხადა. სოსო ბარათაშვილის თქმით, ის უკვე ესაუბრა ფონდ იავნანას დამფუძნებელს და მისი ინფორმაციით, ბურჭულაძე 13 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა.
უფლებადამცველის მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი ,,იავნანას’’ ოფისში უკვე ჩატარებულია, თუმცა გამოძიებას ჯერ არ აქვს ბუღალტრული ექსპერტიზის დასკვნა. სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ფონდის დირექტორმა გურამ ახალაიამ. მისი ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ფონდიდან ფინანსური და სხვა სახლის დოკუმენტაციაც ამოიღეს.
პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერს მოწმის სტატუსით დაიბარეს. იავნანას ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით, უწყებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ 14 სექტემბერს მიმართა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.