პაატა ბურჭულაძის განცხადება

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა.

ბურჭულაძის თქმით ფონდის წინააღმდეგ მზადდება პროვოკაცია, რაც 25 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საქველმოქმედო გალა-კონცერტს უკავშირდება. მისი ინფორმაციით, ფონდის სახელით ოჯახებს დახმარებას პირდებიან.

პაატა ბურჭულაძე პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.