პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში 13 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. როგორც მთავარ პროკურატურაში პირველ არხს განუცხადეს, საქმე ეხება ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

უწყება გამოკითხვაზე დაბარების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრებმა დღეს ჩაიბარეს.

„იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით მთავარ პროკურატურას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ 14 სექტემბერს მიმართა. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.