აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი ახალი გარემოებებზე საუბრობს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აღნიშნული ევროსასამართლოს დასკვნის გამოტანას დააჩქარებს. ინტერესების დამცველის ინფორმაციით, იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაკავებულიყო დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების ძებნით და იდენტიფიცირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას მიმართ.