ადვოკატ ინგა არახამიას გამოკითხვა პოლიციაში

ვინ და რატომ გაუხსნა ცეცხლი ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელ სახლს.

ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეს უწყება 236-ე მუხლით იძიებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. თავად ადვოკატი ერთი საათის წინ პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. მომხდარს ის საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. შეგახსენებთ ადვოკატის სახლს ცეცხლი გუშინ გაუხსნეს. სახლში ინგა არახამია ბავშვშთან ერთად იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინგა არახამია საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით გამოძიება თავდასხმის მუხლითაც უნდა მიმდინარეობდეს.