„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება საქართველოში“
„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ – რეგიონების განვითარების მიზნით, კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერითა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა. შვეიცარიასთან თანამშრომლობის მიზანი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ქართული მოდელის შექმნაა. კონფერენციას საქართველოს მუნიციპალიტეტის მერები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.