მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ „მოამბე“ სპეციალური რეპორტაჟების ციკლს იწყებს.
ყოველდღე შემოგთავაზებთ სიუჟეტს კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან და გაჩვენებთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებთ.
პირველი რეპორტაჟი გორიდან იქნება, სადაც ჩვენი ჟურნალისტები მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდნენ და არკვევდნენ, რას ელოდება და რის მოგვარებას ითხოვს მოსახლეობა მომავალი მერისგან და მაჟორიტარებისგან.
მარიკა შალიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე თითქმის ყველა სოფელში ჩავიდნენ – მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებებში, სადაც ოკუპაციის მძიმე შედეგები ყველაზე მეტად იგრძნობა.