„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება” - სამუშაო შეხვედრა უზენაეს სასამართლოში
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება” – ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ სახელწოდებით სამუშაო შეხვედრა ტარდება.
შეკრებილები განიხილავენ სასამართლოს როლს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულ, ეფექტიან და დროულ აღსრულებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე, საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობას შეაფასებენ.