„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები გენერალურ პროკურატურას საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმის შესწავლას სთხოვენ.
ადვოკატების თქმით ძიება სამი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით საქმეში ბევრი დეტალია, რაც სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ გადაცდომებზე მიუთითებს. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პასუხისმგებლობაში უნდა მიეცენ ის პოლიციელები, რომელთა ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
შეგახსენებთ, ზურა ხუციშვილი 2016 წლის 3 აგვისტოს მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.