აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
განცხადების მიხედვით, რომელიც მაუწყებლის ონლაინ სამსახურს გადაეგზავნა, შორენა ღლონტის გათავისუფლების მიზეზი გადაცდომაზე მოკვლევის დასრულებაა. ასევე განცხადების მიხედვით მაუწყებლის დირექტორი მზად არის შორენას ღლონტს შესთავაზოს ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ 24 თებერვალს, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს აჭარის მაუწყებელს, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას კი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაწუყებლის თანამშრომლებმა გადაწყვეტილება დღეს პირდაპირ ეთერში ერთ წუთიანი დუმილით გააპროტესტეს.