„მოამბე“ 53 წლისაა

„მოამბე“ იუბილარია. საინფორმაციო გამოშვება 53 წლისაა.

საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ სახელწოდებით პირველად  1968 წლის 4 იანვარს გავიდა ეთერში. სახელის იდეა თამაზ ხომერიკს ეკუთვნის, რომელიც ინფორმაციის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობდა. მანამდე პირველ საინფორმაციო გამოშვებას „უკანასკნელი ცნობები“ ერქვა. „მოამბემ“ ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები და წამყვანები. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო. ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული ეროვნული მოძრაობის, დამოუკიდებლობის პირველი წლების, აფხაზეთის ომის და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.

დღეს, საინფორმაციო გადაცემა პირდაპირ ეთერში თანამედროვე სტუდიიდან გადის. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციას რამდენიმე პლატფორმაზე გადასცემს. ესენია: ტელევიზია, რადიო და ვებგვერდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქცია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

დატოვე კომენტარი