56 წლის წინ ერთი კამერით დაწყებული ისტორია. დღეს „მოამბეს“ დაბადების დღე აქვს.
საქართველოს პირველი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურისთვის 4 იანვარი გამორჩეული თარიღია. 1968 წლიდან დღემდე იყო არაერთი სირთულე, პრობლემა, გამოწვევებით სავსე პერიოდები, თუმცა ბევრი წარმატება და მიღწევაც. დღეს, როდესაც, „მოამბის“ შექმნის პირველი წლებისგან განსხვავებით, ინფორმაციის მიღების უამრავი წყარო არსებობს, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურს თავისი გამორჩეული ნიშა უკავია. „მოამბის“ დიდი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მაყურებლისთვის ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობს.
ქვეყნის პირველი საინფორმაციო გამოშვების 56-წლიანი უწყვეტი ისტორია მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟში.