პანდემიის მიუხედავად აჭარის ბიუჯეტი 85 მილიონით იზრდება და უპრეცედენტო ნიშნულს, 414 მილიონს აღწევს.
აჭარის მთავრობაში შემოსავლების მატებას საპრივატიზაციოდ გამზადებული 200 მილიონი ლარის ქონებიდან ელოდებიან. თუმცა ამ დრომდე პრობლემად რჩება საპრივატიზაციოდ გამზადებული ერთი ობიექტი – ბობოყვათის სანაპიროზე მდებარე 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის გასხვისებასაც ქობულეთში 100-ზე მეტი ოჯახი აპროტესტებს და გამოცხადებული აუქციონის შეჩერებას ითხოვს. აჭარის მთავრობაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეებმა საკუთრების დამადასტურებელი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს, რომელიც ქონებაზე მათ მართლზომიერ საკუთრებას დაადასტურებდა. აჭარის მთავრობამ უკვე გაწერა ის პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც დამატებითი შემოსავალი დაიხარჯება.