აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტმა ნახევარ მილიარდს გადააჭარბა, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 5,2% გაიზარდა. 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 410 მლნ ლარია, წინა წელთან შედარებით ზრდა 17,2%.

იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილიც. გარდა ამისა, მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 17 000 000 ლარი.