თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესს მარნეულის ყოფილი მერიც ესწრება. მას 13 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ბრალდების მხარეს დღეს სამი მოწმე ყავს წარმოდგენილი. ისინი ქვემო ქართლის პროკურატურის ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს საქმის გამოძიებაში.
სხდომის დაწყებამდე თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, მართლმსაჯულება გაამართლებს.