მარტვილის ეპარქიაში დილიდან სიმშვიდეა. მეუფის რეზიდენციაში ისევ იმყოფება პეტრე ცაავა. ეპარქიის გადაბარების პროცესი დღესაც გაგრძელდება. მეუფე გრიგოლს მარტვილში რამდენიმე საათში ელოდებიან. ამ დროისთვის, დაზუსტებით არ არის ცნობილი, დატოვებს თუ არა მარტვილის ეპარქიას სასულიერო პირების ნაწილი, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს სოლიდარობას უცხადებს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ პეტრე ცაავა პოზიციას არ იცვლის და არ აპირებს დაემორჩილოს საპატრიარქოს ბრძანებას, შიო მღვიმის მონასტერში მის განწესებასთან დაკავშირებით. მისცემს თუ არა საპატრიარქო მეუფე პეტრეს მის მიერ შერჩეულ მონასტერში წასვლის უფლებას, ჯერ გაურკვეველია. ამასთან დაკავშირებით, განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.