ქალაქ გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. რუსთავში, ნომერ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს.
მოსამართლემ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.