გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის წინასასამართლო პროცესი 2 საათში გაიმართება. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმსჯელებენ.
ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მოკლული გოგონას მამას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის მოზარდი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.