9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არც დღეს გამოცხადდა. მოსამართლის თქმით, გადამოწმდა ბრალდებულის მდგომარეობა და ის ჯანმრთელია , თუმცა თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ამიტომ სასამართლო პროცესები მისი დასწრების გარეშე გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. შესაძლოა გამოკითხონ მოწმეებიც.